Skip navigation EPAM
CONTACT US

პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობა

(შემდგომში -თანხმობა)

წარმატებით გაიგზავნა

დაფიქსირდა შეცდომა.

გთხოვთ სცადოთ ხელახლა

* Indicates required fields

*Please complete required fields

EPAM-ის კომპანიათა ჯგუფის  საიტებზე (შემდგომში - "საიტი") რეზიუმეს გაგზავნით და ანკეტის შევსებით, მე (შემდგომში - "სუბიექტი") წინამდებარეთი თავისუფლად, ნებაყოფლობით და ჩემი ინტერესისთვის ვაძლევ ჩემს ინფორმირებულ და შეგნებულ თანხმობას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ეპამ სისტემს (ჯორჯია)"-ს მიერ ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავებას, შემდეგი პირობების შესაბამისად:

1. განმარტებები

წინამდებარე თანხმობის მიზნებისთვის ქვემოთ მოცემულ განმარტებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:

ა) "მონაცემთა დამმუშავებელი პირი" (შემდგომში ასევე - "ოპერატორი") -შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას "ეპამ სისტემს (ჯორჯია)", რომელიც მდებარეობს მისამართზე: საქართველო, 0177, თბილისი, ნუცუბიძის მეორე მიკრორაიონი, პირველი ბლოკი, შენობა N 1 ა, ბინა N 24 (საფოსტო მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, 0179, თარხნიშვილის ქ. 2,).

ბ) "ეპამის იურიდიული პირები" - კომპანიის ერთ ჯგუფში შემავალი პირები, ოპერატორთან ერთად, რომელთა ჩამონათვალი მითითებულია შემდეგ ბმულზე: https://www.epam-group.ru/legal-entities.

გ) "დოკუმენტები" - ნიშნავს ნებისმიერ ინფორმაციას და მონაცემებს, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, რომლებსაც შეიცავს  ქაღალდის დოკუმენტაცია, ასევე კომპიუტერებში, სერვერებზე და მონაცემთა შემნახველ სხვა მოწყობილობებზე ელექტრონული სახით შენახული მონაცემებს, რომლებიც ეკუთვნის ოპერატორს ან რომლებიც გამოიყენება ოპერატორის მიერ სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებების საფუძველზე, ასევე  ნებისმიერ სხვა საცავში დაცულ მონაცემებს, რომლებსაც იყენებს ოპერატორი.

დ) "პერსონალური მონაცემები" - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირთან (სუბიექტთან), რომელიც გროვდება მათ შორის  ინსტრუმენტ Beamery-ს გამოყენებით (უფრო დეტალურად იხილეთ წინამდებარე  თანხმობის პუნქტი 2.8.1.), კერძოდ:

1)        სუბიექტის  შესახებ ძირითადი ინფორმაცია, ანუ მისი სახელი, გვარი, მამის სახელი, სქესი, მოქალაქეობა, ავტობიოგრაფია,  დაბადების თარიღი (დღე / თვე / წელი) და ადგილი, მისამართი / ადგილმდებარეობის შესახებ  ინფორმაცია, საფოსტო ინდექსი;

2)        ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ, მათ შორის წინა სამუშაო ადგილების  (დამსაქმებელთა დასახელება, სამუშაოს დაწყების და დასრულების თარიღები, თანამდებობა, ქვედანაყოფი, ინფორმაცია წახალისებისა და დაჯილოდების შესახებ), ყოფილი ან ამჟამინდელი კლიენტების (კლიენტების სახელები, მათთვის სამუშაოს შესრულების, მომსახურების გაწევის დაწყებისა და დასრულების თარიღები,  შესრულებული სამუშაოს, გაწეული მომსახურების ტიპი და ხასიათი), რომლებთანაც სუბიექტი თანამშრომლობდა სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების საფუძველზე, ასევე სასურველი პირობების, ოპერატორის მუშაობის ხასიათის და ტიპის (პროფესია, პოზიცია, სამუშაო ადგილი, სამუშაო ფუნქცია, სამუშაო მოვალეობები, მუშაობის დაწყების თარიღი, მუშაობის რეჟიმი და დასვენების დრო), მუშაობის სტაჟის  (სამუშაო გამოცდილება) შესახებ, ინფორმაცია წინა დამსაქმებლების ან კლიენტების თანამშრომლების შესახებ, რომლებთანაც სუბიექტი ურთიერთობდა შრომითი საქმიანობის,  სამუშაოს შესრულების, მომსახურების გაწევის დროს, რომელთაც შეუძლიათ რეკომენდაციების გაწევა სუბიექტის  კვალიფიკაციის, მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის, გაწეული მომსახურების, მივლინებებისა  და გადაადგილებისთვის მზადყოფნის შესახებ;

3)        ინფორმაცია განათლების, უნარებისა და სოციალური სტატუსის შესახებ, მათ შორის პროფესიული სერტიფიკატები, პროფესიულ ასოციაციებში მონაწილეობა, ინფორმაცია აკადემიური წოდებებისა და ხარისხების შესახებ, განათლება (მათ შორის ყველა ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს საგანმანათლებლო დოკუმენტები, როგორიცაა საგანმანათლებლო ან სამეცნიერო დაწესებულების სახელწოდებები,  სწავლის პერიოდი, დამთავრების თარიღი, ფაკულტეტი, მიღებული კვალიფიკაცია, მიმართულება და სპეციალობა, უცხო ენების ცოდნის დონე, ინფორმაცია ატესტაციის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების, სამეცნიერო სამუშაოებისა და გამოგონებების, ოჯახური მდგომარეობისა და ოჯახის შემადგენლობის, ბავშვების ყოლის შესახებ;

4)        საკონტაქტო მონაცემები  და ინფორმაცია EPAM-ის იურიდიული პირებისა და ოპერატორის  საიტებზე აქტივობის  შესახებ    (შემდგომში  ტექსტში - "საიტები"), მათ შორის ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონი (მობილური), კონტაქტები ჩეთებში და სხვა ელექტრონულ რესურსებში, ინფორმაცია სოციალური ქსელიდან, რომელზეც სუბიექტმა უზრუნველყო წვდომა, ქსელის იდენტიფიკატორი (ID), სოციალურ ქსელებში მისი ანგარიშის ჩათვლით, კონტაქტები ან "მეგობრების" სია, ასევე ინფორმაცია, რომელიც სუბიექტმა გამოაქვეყნა, საჯაროდ გაავრცელა; ინფორმაცია ვაკანსიებზე განაცხადების/გამოხმაურების შესახებ, სუბიექტის მიერ ოპერატორთან ურთიერთქმედებისას გამოყენებადი მოწყობილობების IP-მისამართები, მათი მოდელები, ბრაუზერის ისტორია, მოწყობილობის ტიპი, ოპერაციული სისტემისა და კომპიუტერის, მობილური ბრაუზერის ტიპი, „cookies“ ფაილები, ინფორმაცია საიტებზე მოქმედებების შესახებ (მათ შორის რეკლამების ნახვის, საიტების სერვისების გამოყენების), საიტების დათვალიერების (სესიების) თარიღის და დროის, მონაცემების განახლებისა და წაშლის შესახებ, მათ შორის Yandex.Metrica-ს, Google Analytics-ის, Google Tag Manager-ის, Mixpanel-ის, Hotjar-ის მეტრული და სხვა პროგრამების გამოყენების  ჩათვლით;

5)        ფინანსური ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია მიმდინარე შემოსავლის სავარაუდო ოდენობის შესახებ, ასევე ოპერატორისგან მიღებული ოფიციალური ხელფასის ან სატარიფო განაკვეთის სავარაუდო ოდენობა, სუბიექტის ოპერატორის მიერ  სამუშაოზე მიღების შემთხვევაში;

6)        ინფორმაცია სუბიექტის ფიზიკური მონაცემების შესახებ, მათ შორის ფოტოსურათები, ოპერატორების შენობაში დამონტაჟებული ვიდეოთვალთვალის სისტემების  (ვიდეო გადაღების) ჩანაწერები;

7)        ინფორმაცია გასაუბრების შესახებ: სუბიექტის მიერ ოპერატორის სატესტო დავალებების შესრულების შედეგი, პერსონალური მონაცემების სუბიექტთან ოპერატორის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გასაუბრების მიმდინარეობა  და შედეგები, პასუხები ასეთი გასაუბრების  დროს დასმულ კითხვებზე, მათ შორის გასაუბრების აუდიო- და ვიდეოჩანაწერი, ელექტრონული ფოსტით მიმოწერა ოპერატორის ან ეპამის სხვა იურიდიული პირების წარმომადგენლებთან;

8)        სხვა მონაცემები, რომლებიც სუბიექტმა ნებაყოფილობით წარმოადგინა.

ე)„დამუშავება“ ნიშნავს ნებისმიერ მოქმედებას (ოპერაციას) პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით, კერძოდ: შეგროვება, ჩაწერა, ფოტოგრაფირება, აუდიო-, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, ჩანაცვლება, აღდგენა, გამოხმობა, გამოყენება, გამჟღავნება მათი გადაცემის, განაწილების, სხვაგვარად წვდომის უზრუნველყოფის მიზნით, ტრანსსასაზღვრო გადაცემის ჩათვლით, მათ შორის უცხო სახელმწიფოების ტერიტორიაზე, რომლებიც არ უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის, დაჯგუფების, კომბინაციის, ბლოკირების, წაშლის, განადგურების ჯეროვან გარანტიას.

ვ) პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებია:

1)         ოპერატორსა და სუბიექტს შორის შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობის საკითხის განხილვა, სუბიექტის კვალიფიკაციის ოპერატორის ვაკანსიებთან შესაბამისობა.

2)         სუბიექტის პერსონალური მონაცემების შეყვანა ოპერატორის მონაცემთა ბაზაში EPAM–ის იურიდიული პირებისა და ოპერატორის  პერსონალის რეზერვის შესაქმნელდ, EPAM–ის იურიდიული პირებისა და ოპერატორისთვის  ვაკანტურ თანამდებობებზე პოტენციური კონტრაგენტების,  კანდიდატების  მოძიება (მათ შორის ინსტრუმენტ Beamery-ს გამოყენებით).

3)         სუბიექტთან უკუკავშირის დამყარება (მათ შორის, მისთვის EPAM–ის იურიდიული პირების ან ოპერატორის  მიერ ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ სიახლეების, შეტყობინებების და მსგავს ღონისძიებებზე მოსაწვევების, კომპანიათა ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც  შედის EPAM-ის იურიდიული პირები და ოპერატორი, არსებული ვაკანსიების და საინფორმაციო კამპანიების განახლებების შესახებ ინფორმაციის, სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადებების  გაგზავნა), მათ შორის ინსტრუმენტ Mailchimp-ის გამოყენებით.

4)         ოპერატორის თანამშრომლების მიერ სუბიექტთან ჩატარებული გასაუბრებების აუდიო- და ვიდეო ჩანაწერები მუშავდება ზემოთ მითითებული მიზნებისათვის, ასევე EPAM–ის  იურიდიული პირებისა და ოპერატორის  მიერ, გამოცდილების გაზიარების მიზნით, სხვა თანამშრომლებისთვის შესაძლო შემდგომი დემონსტრირებისთვის, ცოდნის უფრო გამოცდილი თანამშრომლების მიერ ნაკლებად გამოცდილებითვის გადაცემის ჩათვლით, მათ შორის გასაუბრებების ჩატარების ტექნიკისა და მეთოდების, მათი ჩატარების წესის შესასწავლად, ასევე გასაუბრებებში მონაწილე EPAM-ის  იურიდიული პირებისა და ოპერატორის  თანამშრომლის კომპეტენციების დამსაქმებლის მიერ შესაფასებლად.

5)              ოპერატორის შენობაში დამონტაჟებული ვიდეოთვალთვალის სისტემების ჩანაწერები მუშავდება პერსონალური მონაცემების სუბიექტების პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ოპერატორისა და პერსონალური მონაცემების სუბიექტების ქონების დაცულობის უზრუნველყოფის მიზნით, არ გამოიყენება სუბიექტის იდენტიფიკაციისათვის  და, შესაბამისად, არ წარმოადგენს  სუბიექტის ბიომეტრიულ პერსონალურ მონაცემებს. ყველა იმ ადგილას, სადაც ხორციელდება ვიდეოთვალთვალი, ოპერატორმა თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი. ვიდეოთვალთვალი დაუშვებელია ტანსაცმლის გამოსაცვლელ ოთახებში და ჰიგიენის საჭიროებისთვის განკუთვნილ ადგილებში.

6)              სუბიექტის პერსონალური მონაცემები გადაეცემა (მათ შორის ტრანსსასაზღრო გზით) EPAM-ის იურიდიულ პირებს, მაძიებელთა შიდა კორპორატიული აღრიცხვის განსახორციელებლად და კომპანიების ჯგუფში  პერსონალის ერთიანი საკადრო რეზერვის შესაქმნელად კომპანიათა ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც შედიან EPAM–ის იურიდიული პირები და ოპერატორი, ასევე EPAM–ის  იურიდიული პირებისა და ოპერატორის შიდა ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნით (მათ შორის, EPAM–ის იურიდიული პირებისა და ოპერატორის თანამშრომლებისათვის გამოცდილების გაზიარებისა და დამატებითი ცოდნის მისაღებად მასალების მიწოდება).

7)         სუბიექტების პერსონალური მონაცემები ასევე შეიძლება მიეწოდოს (ხელმისაწვდომი გახდეს) კომპანია Beamery Ltd -სთვის (უფრო დეტალურად იხ. წინამდებარე თანხმობის პუნქტი 2.8.1.),  კომპანია  The Rocket Science Group LLC-ისთვის, კერძოდ მისი Mailchimp ინსტრუმენტისთვის (უფრო დეტალურად იხ. წინამდებარე თანხმობის პუნქტი 2.8.2.), კომპანია Codility Limited-ისთვის (უფრო დეტალურად იხ. წინამდებარე თანხმობის პუნქტი 2.8.1.), ასევე უფლებამოსილი და სხვა პირებისთვის, რომლებთანაც ოპერატორს დადებული აქვს ოპერატორისთვის მომსახურების (იურიდიული, აუდიტორული, ბუღალტრული აღრიცხვის, უსაფრთხოების და ა.შ.) გაწევის ხელშეკრულება, თუ ეს აუცილებელია ასეთი უფლებამოსილი და სხვა პირების მიერ ოპერატორისათვის ჯეროვანი მომსახურების გასაწევად.

8)         სუბიექტის პერსონალური მონაცემები ასევე შეინახება და დამუშავდება EPAM–ის იურიდიული პირებისა და ოპერატორის საერთო მონაცემთა ბაზაში Staffing Desk-ის საინფორმაციო სისტემაში, რომლის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია EPAM–ის იურიდიული პირებისა და ოპერატორის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის, რომელთაც  ასეთი პერსონალური მონაცემები სჭირდებათ საკუთარი სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად. ასეთი წვდომა უზრუნველყოფილია EPAM–ის იურიდიული პირებისა და ოპერატორის შიდა საინფორმაციო მხარდაჭერისა და EPAM–ის იურიდიული პირებისა და ოპერატორის ვაკანტური თანამდებობების ჩანაცვლების მიზნით საკადრო რეზერვის გამოსაყენებლად.

9)         EPAM-ის იურიდიული პირების  ან/და ოპერატორის შიდა საინფორმაციო უზრუნველყოფის  მიზნით, სუბიექტის პერსონალური მონაცემები შეიძლება შეტანილი იქნას სხვა საინფორმაციო სისტემებში.

10)     ინფორმაცია საიტებზე აქტივობის შესახებ, ინფორმაცია ვაკანსიებზე განაცხადების/გამოხმაურების შესახებ, სუბიექტის მიერ ოპერატორთან ურთიერთქმედებისას გამოყენებადი მოწყობილობების IP-მისამართები, მათი მოდელები, ბრაუზერის ისტორია, მოწყობილობის ტიპი, ოპერაციული სისტემის და კომპიუტერის, მობილური ბრაუზერის ტიპი, „cookies“ ფაილები, ინფორმაცია საიტებზე მოქმედებების (მათ შორის რეკლამების ნახვის, საიტების სერვისების გამოყენების), საიტების დათვალიერების (სესიების) თარიღის და დროის, მონაცემების განახლებისა და წაშლის შესახებ, Yandex.Metrica-ს, Google Analytics-ის, Google Tag Manager-ის, Mixpanel-ის, Hotjar-ის მეტრული და სხვა პროგრამების გამოყენების  ჩათვლით, მუშავდება საიტების მუშაობის, საიტებთან მუშაობის მოხერხებულობისა და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად, გადაწყვეტილებებისა და სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად, რომლებიც ყველაზე კარგად აკმაყოფილებს  სუბიექტის საჭიროებებს, განსაზღვრავს მის პრეფერენციებს, აჩვენებს სარეკლამო განცხადებებს (ქცევითი რეკლამებს),   ოპერატორისა და მისი პარტნიორების გადაწყვეტილებებისა და მომსახურების შესახებ მიზნობრივი ინფორმაციის,  სუბიექტისთვის მიზნობრივი რეკლამის მისაწოდებლად, სუბიექტის პრეფერენციების/საიტებზე ქმედებების  საფუძველზე VKontakte– ს, Facebook– ის, Instagram– ის სერვისების მეშვეობით, ასევე საიტების  ტექნიკური ფუნქციონირების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.

მე გავეცანი „cookies“ ფაილების დამუშავების უფრო დეტალურ პირობებს ბმულზე https://www.epam-group.ru/cookie-policy.

11)  ოპერატორისა და EPAM–ის სხვა იურიდიული პირების მიერ მარკეტინგული კამპანიების/ ღონისძიებების ჩატარება Beamery-ს ინსტრუმენტის გამოყენებით ანალიტიკის შედეგების (მათ შორის საიტებზე სუბიექტის პასუხების აქტივობის, მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში მისი ბმულებზე გადასვლის ანალიზის) საფუძველზე ინდივიდუალური საკომუნიკაციო მიდგომის მიზნით (Beamery-ს ინსტრუმენტის ფუნქციონირების შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ წინამდებარე თანხმობის პუნქტი 2.8.1.);

12) სუბიექტსა და ოპერატორს / EPAM-ის კომპანიათა  ჯგუფის იურიდიულ პირს შორის სამოქალაქო-სამართლებრივი ან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების საკითხის განხილვის პროცესში სუბიექტისთვის საიტზე   https://codility.com/, ასევე Codility Limited- ის (9th Floor, 107 Cheapside, London, United Kingdom EC2V 6DN)  სხვა საიტებზე  ხელმისაწვდომი ტესტების/დავალებების გავლის შესაძლებლობის წარმოდგენა, ტექნიკური უნარების დონის (პროგრამირების ტექნოლოგიები, პროგრამირების ენები და სხვა) შეფასების მიზნით.

ზ) "შედეგი"- ნიშნავს პერსონალური მონაცემების და სხვა ინფორმაციის დამუშავების შედეგს, რომლებიც მიღებულია და დამუშავებულია ოპერატორისა და EPAM-ის იურიდიული პირების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნების შესაბამისად.

2. თანხმობა საქართველოს 28.12.2011 წლის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ შესაბამისად

2.1. სუბიექტი აწვდის ოპერატორს წინამდებარე თანხმობაში მოცემულ  თავის პერსონალურ მონაცემებს, და თავისუფლად, ნებაყოფლობით და თავისი ინტერესებისთვის აძლევს  ინფორმირებულ და შეგნებულ თანხმობას ოპერატორის მიერ დოკუმენტების  და წინამდებარე თანხმობის 1 -ლი მუხლის  „დ“ პუნქტში ჩამოთვლი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, წინამდებარე  თანხმობის 1 -ლი მუხლის „ვ“ პუნქტით  განსაზღვრული მიზნებისთვის, ამავე დროს, დამუშავების თითოეული მიზნისთვის შესაძლებელია მხოლოდ იმ პერსონალური მონაცემების დამუშავება, რომლებიც პასუხობენ დამუშავების მოცემულ მიზანს.

2.2.  სუბიექტი  თანხმობას აძლევს მისი პერსონალური მონაცემების გამჟღავნებზე და გადაცმაზე , მათ შორის, EPAM-ის იურიდიული პირებისთვის და სხვა უფლებამოსილი და მესამე პირებისთვის, მონაცემების მიმღებისთვის ტრანსსასაზღვრო გადაცემის ჩათვლით, წინამდებარე თანხმობით განსაზღვრულ შემთხვევებში და მიზნებისთვის. იმ ქვეყნებში მონაცემთა გადაცემის შემთხვევაში, რომლებიც არ უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესაბამის გარანტიებს, ოპერატორი უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვისა და მონაცემთა სუბიექტის ფუნდამენტური უფლებების დაცვის შესაბამის გარანტიებს, მიმღებ პირთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

2.3. სუბიექტი გაფრთხილებულია მის შესახებ პერსონალური მონაცემების შესაძლო მიღების შესახებ და აძლევს ოპერატორს თანხმობას მიიღოს მესამე პირებისგან პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 1 -ლი მუხლის „ვ“ პუნქტში მითითებული პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნით, კერძოდ, ოპერატორის თანამშრომლებისგან და ყოფილი თანამშრომლებისგან, სხვა ფიზიკური პირებისგან, EPAM– ის იურიდიული პირებისგან, მათი თანამშრომლებისა და კონტრაგენტებისგან, სუბიექტის ყოფილი დამსაქმებლებისა და კლიენტების, სამართალდამცავი ორგანოებისგან, სხვა სახელმწიფო და მუნიციპალური ორგანოებისგან, ორგანიზაციებიდან, დაწესებულებებიდან, სადაც შეიძლება მუშავდებოდეს და ინახებოდეს ამ თანხმობის 1-ლი მუხლის „დ“ პუნქტში მითითებული ინფორმაცია, ოპერატორის მიერ მოთხოვნილი პირებისათვის შესაბამისი მოთხოვნის გაგზავნით, ასევე საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელის "ინტერნეტის" მეშვეობით.

 წინამდებარეთი სუბიექტი ადასტურებს, რომ ის გაფრთხილებულია სუბიექტის მიერ მესამე პირებისგან  პერსონალური მონაცემების მიღებაზე თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შედეგების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, ასეთი უარი იწვევს სუბიექტის რეპუტაციის და კანონმორჩილების  შემოწმების  და მისი კოლეგებისა და დამსაქმებლების მიერ სუბიექტის ბიზნეს და პროფესიული თვისებების შესახებ რეკომენდაციების მიღების შეუძლებლობას, რაც შეიძლება იყოს ოპერატორის მიერ კანდიდატის არჩევის ერთ-ერთი ფაქტორი, მათ შორის თანამდებობაზე დასაქმებისას სხვა მაძიებლისთვის უპირატესობის მინიჭების მიზეზი.

2.4.სუბიექტი ეთანხმება იმას, რომ EPAM– ის იურიდიულმა პირებმა და ოპერატორმა შეიძლება გადასცენ (გაამჟღავნონ) პერსონალური მონაცემები და სუბიექტის პერსონალური მონაცემების გამოყენებით ან შემცველობით მომზადებული შედეგი  EPAM–ის ნებისმიერ იურიდიულ პირს, უფლებამოსილ პირებს, რომლებთანაც ოპერატორს დადებული აქვს მომსახურების გაწევის ხელშეკრულება,  წინამდებარე თანხმობაში მითითებული მონაცემების დამუშავების შემთხვევებში ან მიზნებისთვის. ამ შემთხვევაში, სუბიექტი თანხმდება, რომ მისთვის  ამგვარი გადაცემის (გამჟღავნების) ყოველი შემთხვევის შესახებ შეტყობინება არ არის აუცილებელი.

2.5. სუბიექტი ეთანხმება ვიდეოთვალთვალს (ვიდეოგადაღებას) ოპერატორის შენობის (ოფისების) ტერიტორიაზე, სადაც ხდება მისი პერსონალური მონაცემების დამუშავება. გასაუბრების  აუდიო- და ვიდეოჩაწერა, რომლის დროსაც ხდება სუბიექტის პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეიძლება განახორციელოს EPAM-ის იურიდიულმა პირმა ან ოპერატორმა, თუ სუბიექტი მისცემს ცალკე თანხმობას გასაუბრების  აუდიო- და ვიდეოჩაწერაზე, მათ შორის ზეპერი ფორმით, ასეთი ინტერვიუს ჩატარების  დროს.

2.6. რეკომენდატორების, ყოფილი დამსაქმებლების, თანამშრომლების, კლიენტების, ახლო ნათესავების (მეუღლე, შვილები, ნაშვილები შვილების ჩათვლით) პერსონალური მონაცემების მიწოდებით ოპერატორი, სუბიექტი იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ მიღებულია ამ პირთა თანხმობა მათი პერსონალური მონაცემების ოპერატორის მიერ დამუშავებისათვის გადაცემაზე პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნების შესაბამისად. მესამე პირთა ნებისმიერი პერსონალური მონაცემები შეიძლება მიეწოდოს ოპერატორს მხოლოდ ამ მიწოდებაზე  მესამე პირთა  თანხმობის დადასტურების შემდეგ. ოპერატორს უფლება აქვს ცალსახად განსაზღვროს ზომები და მეთოდები ამგვარი თანხმობის არსებობისა და ნამდვილობის დასადასტურებლად.

2.7. გამომდინარე იქიდან, რომ ოპერატორი იყენებს სოციალური ქსელები Vkontakte-ს, Facebook-ის, Instagram– ის სარეკლამო სერვისებს, სუბიექტი აძლევს  თანხმობას წინამდებარე თანხმობის 1-ლი მუხლის „ვ“ პუნქტის მე-10 ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი პერსონალური მონაცემების გადაცემასა და ხელმისაწვდომობაზე. სოციალური ქსელების: Vkontakte-ს   (www.vk.com, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "Vkontakte" (შპს "Vkontakte"), ადგილმდებარეობის მისამართი: 191024, პეტერბურგი, ქ. ხერსონი, 12-14, ასო A, ოთახი 1-H), Facebook-ის (www.facebook.com, Facebook, Inc., ადგილმდებარეობის მისამართი: 1601 Willow Rd. Menlo Park, CA 94025), Instagram (www.instagram com, Facebook, Inc., ადგილმდებარეობის მისამართი: 1601 Willow Rd. Menlo Park, CA 94025) მფლობელებს, გადაეცემათ ეს ინფორმაცია რეკლამის ეფექტურობის  გაზომვისა და მიზნობრიობის სერვისების მიწოდების მიზნით, სუბიექტის პრეფერენციებზე / ქმედებებზე დაყრდნობით, სოციალური ქსელების  Vkontakte-ს, Facebook-ის, Instagram-ის მეშვეობით.

 სუბიექტი ადასტურებს თავის ინფორმირებულობას და ეთანხმება იმას, რომ სოციალური ქსელების Facebook-ის, Instagram-ის, VKontakte-ს ზემოაღნიშნულმა მფლობელებმა შეიძლება გამოიყენონ “cookie“ ფაილები, ვებ-შუქურები და მონაცემთა შენახვის სხვა ტექნოლოგიები, საიტებისა და სხვა ინტერნეტ რესურსებიდან ინფორმაციის შეგროვებისა და ამ ინფორმაციის ზემოაღნიშნული მიზნით გამოსაყენებლად. სუბიექტს ეცნობება, რომ მას შეუძლია აკრძალოს ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება რეკლამების მიზნობრივი გამოყენებისათვის, მისი ბრაუზერის პარამეტრებში „cookies“ ფაილების შენახვის აკრძალვით. სუბიექტს ასევე ეცნობება, რომ მას შეუძლია მიიღოს საიტებზე ასეთი არჩევანის გაკეთების მექანიზმზე წვდომა:

·            http://www.aboutads.info/choices

·            http://www.youronlinechoices.eu/.

სუბიექტი ინფორმირებულია, რომ უფრო დეტალური ინფორმაცია „cookie“  ფაილებისა და მათი მუშაობის შესახებ შეუძლია იხილოს http://www.aboutcookies.org/.

2.8. სუბიექტი იძლევა თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების ტრანსსასაზღვრო გადაცემასა და  წვდომის უზრუნველყოფაზე, კერძოდ შემდეგზე:

2.8.1. გვარის, სახელის, ელ.ფოსტის მისამართის, პაროლის, არსებული სამუშაო გამოცდილების/საქმიანობის  შესახებ ინფორმაციის (ორგანიზაციის დასახელებას, თანამდებობას ორგანიზაციაში), რეზიუმეს,  ვაკანსიებზე განაცხადების/ გამოხმაურების ინფორმაციის,  მისამართის/ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის, საფოსტო ინდექსის, საკონტაქტო ტელეფონის ნომრის, განათლების შესახებ ინფორმაციის,  სოციალური ქსელიდან ინფორმაციის, რომელზეც სუბიექტო უზრუნველყო წვდომა, მათ შორის სოციალურ ქსელებში თავისი ანგარიშის ქსელის იდენტიფიკატორის (ID), კონტაქტების ან "მეგობრების" სიის, ასევე ინფორმაციის, რომელიც მან გამოაქვეყნა და გახადა საჯაროდ ხელმისაწვდომი, მისი ID-ს, კომპანიის წარმომადგენლებთან ან  EPAM-ის კომპანიათა ჯგუფის სხვა იურიდიულ პირებთან ელ.ფოსტით მიმოწერის, სხვა პერსონალური მონაცემების, რომლებიც მან ნებაყოფლობით წარმოადგინა, ავტომატურ რეჟიმში შეგროვებული  სხვა ინფორმაციისა (მოწყობილობების IP-მისამართები, რომლებიდანაც ხდება საიტის/აპლიკაციის დათვალიერება, ბრაუზერის ისტორიის, მოწყობილობის ტიპის, ოპერაციული სისტემის და კომპიუტერის, მობილური ბრაუზერის ტიპის,   საიტების / აპლიკაციების  (სესიების) დათვალიერების, მონაცემების განახლების და წაშლის  დროის და თარიღის, საიტებზე/ აპლიკაციებზე მოქმედებების შესახებ ინფორმაციის,  “cookies” ფაილების) შესახებ, მათ შორის  Google Analytics-ის,  Mixpanel-ის (Beamery Ltd. (www.beamery.com, ადგილმდებარეობის მისამართი: 97-101 Hackney Road, London, E2 8ET, United Kingdom)  მეტრული პროგრამების  (სისტემების) მეშვეობით (მოწვეული და სხვა უფლებამოსილი პირების ჩათვლით), ასევე  კომპანია Beamery Ltd-ს მიერ (მოწვეული და სხვა უფლებამოსილი პირების ჩათვლით) შემდეგი ჩემი პერსონალური მონაცემების მხოლოდ შემდეგი  მიზნებისთვის გამოსაყენებლად:   

·      ოპერატორისა და EPAM–ის სხვა იურიდიული პირების მიერ  მარკეტინგული კამპანიის/ღონისძიებების ჩატარება ჩაშენებული ყოველმხრივი ანალიტიკით, ასევე კანდიდატების/პოტენციური კონტრაგენტების მოძიება და მოზიდვა EPAM -ის იურიდიული პირის მიერ ასეთ კანდიდატებთან/პოტენციურ კონტრაგენტებთან   სამოქალაქო-სამართლებრივი  ან შრომითი ხელშეკრულების დადების საკითხის განხილვის მიზნით კანდიდატების ჯგუფის სეგმენტაცია / დაყოფა   მონაწილეობის /შესაბამისობის კრიტერიუმების მიხედვით, შეტყობინებების ნაკადის /საკომუნიკაციო ნაკადების  (მაგალითად, პასუხების აქტივობა/სიხშირე, დაინტერესება), ქმედებების/გამომწვევების საფუძველზე (მაგალითად, მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში გაგზავნილ ბმულებზე გადასვლა);

·       სუბიექტსა და ოპერატორს ან EPAM–ის სხვა იურიდიულ პირებს შორის კომუნიკაცია / კავშირი პერსონალიზირებული ავტომატური ელ. ფოსტის / SMS / მესინჯერების მეშვეობით;

·      ოპერატორის პერსონალურ მონაცემთა საინფორმაციო სისტემების მონაცემების ავტომატური შევსება, ხელმისაწვდომი ინფორმაციით  სხვადასხვა სოციალური ქსელებიდან და რეზიუმეს ღია ბაზებიდან;

·      პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული წინამდენარე თანხმობით განსაზღვრული სხვა მიზნები.

2.8.2. პერსონალური მონაცემები, რომლებიც მოიცავს სახელს, გვარს, ელ. ფოსტის მისამართს, უნარებსა და მათ დონეს, დასასწრები ღონისძიებების ადგილმდებარეობას,  მათ შესახებ ინფორმაციას, კომპანიისა The Rocket Science Group LLC  (ადგილმდებარეობის მისამართი: 675 Ponce de Leon Ave NE, Suite 5000, Atlanta, GA 30308 აშშ), კერძოდ მისი Mailchimp ინსტრუმენტის (www.mailchimp.com) (მის მიერ მოწვეული უფლებამოსილი და სხვა პირების ჩათვლით) და  კომპანია  The Rocket Science Group LLC -ის მიერ (მათ შორის მისი უფლებამოსილი და სხვა პირების მიერ) სუბიექტის პერსონალური მონაცემების გამოყენება მხოლოდ სუბიექტთან უკუკავშირის დასამყარებლად (მათ შორის, მისთვის ოპერატორის ანEPAM-ის  სხვა იურიდიული პირების მიერ ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ სიახლეების, შეტყობინებების და მსგავსი ღონისძიებების მოსაწვევების გაგზავნა, კომპანიათა  ჯგუფში, რომელშიც შედის  ოპერატორი და  EPAM-ის იურიდიული პირები, არსებული ვაკანსიებისა და საინფორმაციო კამპანიებში არსებული განახლებების შესახებ ინფორმაციის, ასევე  სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადების შესახებ შთავაზების გაგზავნა);

2.8.3. სახელი, გვარი, ელ.ფოსტის მისამართი,

კომპანიისა Codility Limited (https://codility.com/, ადგილმდებარეობის მისამართი: 9th Floor, 107 Cheapside, London, United Kingdom EC2V 6DN), და ოპერატორის მიერ კომპანია Codility Limited-ისგან მიღებული  https://codility.com/ საიტზე, ისევე როგორც  კომპანია Codility Limited-ის  სხვა საიტებზე, Codility Limited– ის შესახებ ჩაბარებულ ტესტებზე მიღებული შედეგების დამუშავება (წინამდებარე თანხმობით განსაზღვრულ პირებზე ტრანსსასაზღვრო გადაცემის ჩათვლით), სუბიექტის ტექნიკური უნარების დონის  (პროგრამირების ტექნოლოგიები, პროგრამირების ენები და ა.შ.) შესაფასებლად სუბიექტსა და ოპერატორს / EPAM-ის იურიდიულ პირს შორის სამოქალაქო-სამართლებრივი ან შრომითი ხელშეკრულების დადების განხილვის პროცესში.

3. პერსონალური მონაცემების მოპოვების წყაროები, პერსონალური მონაცემებით მოქმედებების ჩამონათვალი და ოპერატორის მიერ გამოყენებული დამუშავების მეთოდები

3.1. სუბიექტის პერსონალური მონაცემების მოპოვების, მათ შორის ინსტრუმენტ Beamery-ის გამოყენებით მოპოვებულის (უფრო დეტალურად იხ. წინამდებარე თანხმობის 2.8.1. პუნქტი), წყაროებია:

3.1.1. ოპერატორისათვის სუბიექტის მიერ გადაცემული პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, დოკუმენტები;

3.1.2. იმ პირებისგან მიღებული პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, დოკუმენტები, რომლებიც კანონიერად ამუშავებენ  პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის მთავრობის ორგანოებიდან, სხვა ორგანიზაციებიდან, ინდივიდუალური მეწარმეებისგან, პირებისგან, დასაქმების სააგენტოებიდან მიღებულ მონაცემებს, რომლებიც უწევენ  ოპერატორს პერსონალის მოძიებისა და შერჩევის  მომსახურებას;

3.1.3. პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, მიღებული ხელმისაწვდომი  (საჯაროდ ხელმისაწვდომი) წყაროებიდან და იმ წყაროებიდან, რომლებშიც პერსონალური მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა თავად სუბიექტის მეშვეობით, მათ შორის:

1) გვერდები სოციალურ ქსელებში და პროფესიონალური საზოგადოების ქსელებში ინტერნეტის ქსელში (მაგალითად, LinkedIn-ში, VKontakte-ში, Odnoklassniki-ში, Facebook-ში და ა.შ.);

2) სამუშაოს საძიებო პორტალები, სადაც სუბიექტები დამოუკიდებლად განათავსებენ თავიანთ რეზიუმეს;

3) ოპერატორისა და EPAM-ის იურიდიული პირების  პერსონალის შიდა საინფორმაციო სისტემა Staffing Desk;

4) სხვა ხელმისაწვდომი (საჯაროდ ხელმისაწვდომი) პერსონალური მონაცემების წყაროები;

3.1.4. ინფორმაცია, პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები და  ოპერატორსა და სუბიექტს შორის ურთიერთქმედებისას შექმნილი / მიღებული, მათ შორის ოპერატორის შენობაში (ოფისებში) დამონტაჟებული ვიდეოთვალთვალის სისტემების (ვიდეოგადაღების) ჩანაწერები, გასაუბრებების  აუდიო- და ვიდეო ჩანაწერები;

3.1.5. პერსონალური მონაცემების მოპოვების სხვა კანონიერი წყაროები.

3.2. პერსონალური მონაცემებით მოქმედების ჩამონათვალი: შეგროვება, ჩაწერა, ფოტოგრაფირება, აუდიო-, ვიდეოჩწერა, ორგანიზება, შენახვა, ჩანაცვლება, აღდგენა, გამოხმობა, გამოყენება, გამჟღავნება გადაცემის, გავრცელების, სხვაგვარად წვდომის, დაჯგუფების, კომბინაციის, დაბლოკვის მიზნით, პერსონალური მონაცემების წაშლა, განადგურება, ასევე პერსონალური მონაცემების გადაცემა: (i) საზოგადოებრივი საკომუნიკაციო ქსელების მეშვეობით, (ii) ინფორმაციის საერთაშორისო გაცვლის საინფორმაციო- ტელეკომუნიკაციური ქსელების მეშვეობით, (iii) პერსონალური მონაცემების ტრანსსასაზღვრო გადაცემა, მათ შორის უცხო ქვეყნების ტერიტორიაზე, რომლებიც არ უზრუნველყოფენ პერსონალური მონაცემების დაცვის შესაბამის გარანტიებს.

3.3. პერსონალური მონაცემების დამუშავების მეთოდები: (i) ავტომატური საშუალებების გამოყენებით დამუშავება; (ii) არაავტომატური საშუალებების გამოყენებით დამუშავება; (iii) ნახევრად ავტომატური საშუალებების გამოყენებით დამუშავება; (iv) ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემების მიღებით დამუშავება, გადაწერა და სხვა გზები, რომლებიც არ ანადგურებს პერსონალურ მონაცემებს; (v) პერსონალური მონაცემების ქაღალდის სახით, ასევე ელექტრონული ფორმით შენახვა ოპერატორის, EPAM– ის იურიდიული პირების, მათი პარტნიორების, სხვა უფლებამოსილი და მესამე პირების სერვერებზე, მონაცემების მიმღებებზე, რომლებსაც ასეთი პერსონალური მონაცემები გადაეცათ  წინამდებარე თანხმობის პირობების შესაბამისად; (vi) პერსონალური მონაცემების გადახედვა იმის დასადგენად, შეიცავს თუ არა ისინი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანთან დაკავშირებულ ინფორმაციას; (vii) პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უზრუნველყოფა იმ პირებისთვის, რომლებსაც ეს სჭირდებათ სამსახურებრივი მოვალეობების, ოპერატორთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი  ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად, წინამდებარე თანხმობის პირობების შესაბამისად; (viii) პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნების შესაბამისი დამუშავების სხვა ხერხები, რომლებიც შეთანხმებულია სუბიექტთან  თანხმობაში.

4. თანხმობის ძალაში შესვლისა და გაუქმების პირობები, თანხმობის მოქმედების ვადა

4.1.წინამდებარე თანხმობა ძალაში შედის სუბიექტის მიერ  მისი მიწოდების მომენტიდან, მოქმედებს ოპერატორისათვის ხელმისაწვდომი ვაკანტური თანამდებობების ჩანაცვლებაზე სუბიექტის კანდიდატურის განხილვის მთელი  ვადის განმავლობაში, ასევე მაძიებლისთვის სამუშაოზე აყვანის უარის შესახებ  გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მაძიებლის საკადრო რეზერვში ჩართვის, ასევე ცოდნის მიღებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით მუშაკებისთვის  ოპერატორთან  და EPAM–ის იურიდიულ პირებთან  გასაუბრების აუდიო- და ვიდეოჩანაწერების დემონსტრირებისთვის,  სუბიექტის მიერ თანხმობის გაუქმებამდე, სუბიექტის პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და შენახვის სხვა სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის შემთხვევაში. ამ პერიოდის განმავლობაში, ოპერატორს, ასევე წინამდებარე თანხმობით განსაზღვრულ სხვა პირებს, აქვთ უფლება დაამუშაონ, მათ შორის შეინახონ წინამდებარე  თანხმობით განსაზღვრული სუბიექტის პერსონალური მონაცემები, წინამდებარე თანხმობის პირობების შესაბამისად.

4.2. სუბიექტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, ახსნა -განმარტების გარეშე, უარი თქვას მის მიერ გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა და / ან დამუშავებული პერსონალური მონაცემების განადგურება (პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაუქმება), გაუქმების შესახებ დაზღვეული წერილის გაგზავნით ან პირადად მიტანით მისამართზე: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ეპამ სისტემს (ჯორჯია)", (საფოსტო მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, 0179, თარხნიშვილის ქ. 2,).

2. წინამდებარე თანხმობის გაუქმება ძალაში შედის ოპერატორისათვის შესაბამისი შეტყობინების ჩაბარების დღიდან.

4.3. მეტრული პროგრამებით (Yandex.Metrica, Google Analytics, Google Tag Manager, Mixpanel, Hotjar და ა.შ.) პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მათ შორის შეგროვებული და დამუშავებული ქცევითი და მიზნობრივი რეკლამის უზრუნველყოფისთვის / ჩვენებისთვის, სუბიექტი ინფორმირებულია საიტების გამოყენების შეწყვეტის ან ბრაუზერის პარამეტრებში „cookie“ ფაილების გათიშვის შესახებ, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე თანხმობის 2.7 პუნქტში.

4.4. წინამდებარე თანხმობის გაუქმების შემთხვევაში, ოპერატორს უფლება აქვს გააგრძელოს ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავება იმ შემთხვევებში და წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს 28.12.2011 წლის  „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ კანონით და სხვა რეგულაციებით.

4.5. თუ ამ შეთანხმების რომელიმე დებულება აღმოჩნდება საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან ძალადაკარგული, ამან  არ უნდა იქონიოს გავლენა შეთანხმების სხვა დებულებების მოქმედებაზე და კანონიერებაზე.

4.6. სუბიექტი ინფორმირებულია, რომ პერსონალური მონაცემების მიწოდება ნებაყოფლობითია, თუმცა, თუ მის მიერ არ მოხდება წინამდებარე თანხმობით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების მიწოდება, ოპერატორი ვერ განიხილავს მის კანდიდატურას EPAM-ის იურიდიული პირებისათვის ხელმისაწვდომ ვაკანსიებზე და ვერ შეძლებს სხვა ქმედებების განხორციელებას, რომლისთვისაც მოთხოვნილია წინამდებარე თანხმობა.

4.7. სუბიექტი ასევე ადასტურებს, რომ წინამდებარე თანხმობის მიწოდებამდე ის იცნობს ინფორმაციას მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, ასევე მისთვის პერსონალური მონაცემების შესახებ მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებებს.